ტაძრის მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება და საკმაოდ კარგადაა ჩვენამდე მოღწეული . წარმოდგენილია სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულების ფრესკები, ასევე წინასწარმეტყველების, წმინდა მამების, წმინდანების გამოსახულებები. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტებიც რომელთაც მხედრული ანბანით შესრულებული წარწერები ამშვენებს.
Home »
» დავათვალიეროთ შიგნიდან
დავათვალიეროთ შიგნიდან
ნიკორწმინდის ტაძარი განათებულია თვრამეტი სარკმლით.როგორც სარკმელებს,ისე ყოველ სვეტს,შესასვლელებსა და თაღს მოჩუქურთმებული არშიები მიუყვება.შესასვლელებსა და სხვა თვალსაჩინო ადგილებში მოთავსებულია რელიეფური სცენები: ,,ფერიცვალების", ,,ქრისტეს მეორედ მოსვლის", ,,ჯვართამაღლების", ასევე ,,ტახტზე მჯდომი მაკურთხებელი იესო ქრისტეს", ,,წმინდა გიორგისა " და ,,წმინდა თეოდორეს" გამოსახულებები.ნიკორწმინდა ჩუქურთმოვანი მორთულობის ნამდვილი საგანძურია. მნიშვნელოვანია რელიეფებიც, რომელთა მხატვრულ ღირსებასთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შემორჩნილ ძეგლებს შორის ის ერთადერთია, სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული.
ტაძრის მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება და საკმაოდ კარგადაა ჩვენამდე მოღწეული . წარმოდგენილია სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულების ფრესკები, ასევე წინასწარმეტყველების, წმინდა მამების, წმინდანების გამოსახულებები. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტებიც რომელთაც მხედრული ანბანით შესრულებული წარწერები ამშვენებს.
ტაძრის მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება და საკმაოდ კარგადაა ჩვენამდე მოღწეული . წარმოდგენილია სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულების ფრესკები, ასევე წინასწარმეტყველების, წმინდა მამების, წმინდანების გამოსახულებები. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტებიც რომელთაც მხედრული ანბანით შესრულებული წარწერები ამშვენებს.







No comments:
Post a Comment