დავათვალიეროთ შიგნიდან
ნიკორწმინდის ტაძარი განათებულია თვრამეტი სარკმლით.როგორც სარკმელებს,ისე ყოველ სვეტს,შესასვლელებსა და თაღს მოჩუქურთმებული არშიები მიუყვება.შესასვლელებსა და სხვა თვალსაჩინო ადგილებში მოთავსებულია რელიეფური სცენები: ,,ფერიცვალების", ,,ქრისტეს მეორედ მოსვლის", ,,ჯვართამაღლების", ასევე ,,ტახტზე მჯდომი მაკურთხებელი იესო ქრისტეს", ,,წმინდა გიორგისა " და ,,წმინდა თეოდორეს" გამოსახულებები.ნიკორწმინდა ჩუქურთმოვანი მორთულობის ნამდვილი საგანძურია. მნიშვნელოვანია რელიეფებიც, რომელთა მხატვრულ ღირსებასთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შემორჩნილ ძეგლებს შორის ის ერთადერთია, სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული.







No comments:
Post a Comment